„არ წარმომიდგენია მშვიდობიანი რევოლუცია. რევოლუცია ზოგადად, თავისი შინაარსით ნიშნავს, რომ შენ მზად უნდა იყო, ტირანია დაამხო და ტირანია იმის ტირანიაა, რომ ის ძალადობს. მსხვერპლობა რევოლუციის შემთხვევაში მე არ მინდა და თუ რევოლუციაა, რევოლუცია იყოს. რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ ორი მხარე ებრძვის ერთმანეთს ძალის გამოყენებით. თავიდან ფორმები შეიძლება, იყოს მშვიდობიანი. შეიძლება, ერთს შეეშინდეს და უკან დაიხიოს, მაგრამ რევოლუციის კულმინაცია არის ძალა. რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ეს იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში, ტირანი უნდა დავამხოთ და თუ ასეთი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, მივიღებთ მონაწილეობას. ყველა მოქალაქის ვალია, ტირანიის შემთხვევაში იბრძოლოს თავისუფლებისთვის.“
ვახტანგ მეგრელიშვილი – „გირჩის“ წევრი.