ეკონომისტი, ირაკლი ლატარაია სოციალური ქსელის საშუალებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს გამართულ აქციას ეხმიანება.
“მეტრონომი” ეკონომისტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“შეზღუდვების მოხსნას ითხოვთ და თან ცალყბად გინდათ, რომ კოვიდი არ გავრცელდეს?
ეს ზუსტად იგივეა, მელიას რომ უნდა მშვიდობიანი რევოლუცია.
დაფიქრდით გთხოვთ, სუფთა ადამიანურად დაფიქრდით.
ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად ახლა (პოლიტიკურად) არ აწყობს ხელისუფლებას. ამდენი
განაწყენებული და დანერვოზებული ხალხი მათთვის ხომ წამგებიანია?
ბიზნესის გაჩერება, შემოსავლის არ ქონა, ხელისუფლებისთვის ეს არის კატასტროფა.
მაგრამ რახან არის საშიშროება და დარწმუნებულები არიან, რომ კოვიდი უფრო და უფრო მოიმატებს თუ გაიხსნა ყველაფერი, მაგიტომაც არის ეს რეგულაციები.
წარმოგიდგენიათ რა ცუდ დღეშია ხელისუფლება?
ხალხს უნდა მისცეს დახმარებები თან მაშინ, როდესაც ბიუჯეტში შემოსავალი 30 % ით შემცირდა. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება, ხელისუფლებისთვის არის უდიდესი დარტყმა (პოლიტიკურად), მაგრამ რახან ამაზე მიდიან, ე.ი უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს.
მაგრამ ტრანსპორტი, რომ უნდა გაიხსნას და მაქსიმალური კონტროლი, რომ უნდა იყოს, ესეც გარდაუვალია.
უნდა დაემატოს ავტობუსები, უნდა იყოს შიგნითვე დისტანციები (ერთი სკამის გამოკლებით რომ დასხდნენ), პირბადის გარეშე არავინ შეუშვან და ჯარიმების დაწერაც გამკაცრდეს!” – წერს ეკონომისტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმაართა.
აღნიშნული აქცია კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით იმართება.