“შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველაფერი მოიხსნას, თუმცა, გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა” – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ოთარ ჩოკოშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
ინფექციონისტის თქმით, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას.
“ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს.
პირადად მე, შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველაფერი მოიხსნას, თუმცა, გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა. უნდა შემსუბუქდეს შეზღუდვები და თანდათანობით, მონიტორინგით უნდა მივაღწიოთ იმ ოპტიმალურ მდგომარეობას, როცა ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად გავხსნათ ყველაფერი ისე, რომ არ დავზიანდეთ,”- აცხადებს ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი.
ცნობისთვის, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდვები განხანგრძლივდა. დაწესებული შეზღუდვები კი სარესტორნო ბიზნესაც შეეხო. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.