მთავარი ციტატა

“მათ თავებზე მეტად, მათ გულღვიძლს უნდა შეეხო. მოჭიდება რომ შეძლო!” – რა განცხადებას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

“როდესაც სიტყვას ამბობ, თუ გინდა ადამინებს გააგებინო – მათ თავებზე მეტად, მათ გულღვიძლს უნდა შეეხო. მოჭიდება რომ შეძლო – ერთხელ ნათქვამი არ გყოფნის, უნდა იმეორო, იმეორო, იმეორო.
ასე ყალიბდება ამომრჩევლის ინტუიტიური წარმოდგენა შენს შესახებ – რაზე წამსვლელი ხარ და რაზე – არა. ინტუიციით ხვდება ამას ამომრჩეველი, პოლიტიკოსის კონკრეტული განცხადებები რა სიტყვებითაა შედგენილი, ამას კი არ უყურებს – მეტი დარდი არ აქვს! ლინკოლნი ამ უნარს გულისხმობდა, როცა ამბობდა რომ ზოგი შეიძლება გააბრიყვო სამუდამოდ, ყველა შეიძლება გააბრიყვო რაღაც ხნით, მაგრამ ყველას სამუდამოდ ვერ გააბრიყვებ. ლამაზი სიტყვები კი არაა ეს, სიმართლეა.”

თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....