aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაგავში რომ ეძებს ათასობით ადამიანი საკვებს, ამდენი იმაზე ილაპარაკოს და იზრუნოს მთავრობამ სჯობია!” – ანზორ ბიწაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა დაანახოს ხელისუფლებას, რომ არ მოითმენენ.

როგორც ბიწაძე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ჟურანალისტებთან საუბრისას აცხადებს, დღევანდელი ხელისუფლება და პრემიერი გიორგი გახარია, მხოლოდ იმას იგებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის.

“დღევანდელი საპროტესტო აქციიდან გიორგი გახარია ვერაფერს ვერ გაიგებს, თუ ბიძინა ივანიშვილმა არ უთხრა, რომ უნდა გაიგოს. ხელისუფლებამ დღეში 60 – ცენტიან დახმარებაზე დატოვა ჩვენი ხალხი. უღატაკესი ქვეყნის მონაცემია! ეკონომიკის სექტორები ნადგურდება, ამის მთავარი მიზეზია, რომ შეზღუდვები არასისტემურად შემოდის ქვეყანაში და სხვადასხვა სექტორი ადაპტირებას ვერ ასწრებს. ახლა იმით აპელირებენ, რომ ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდებიან.

არავის სიკვდილი და საავადმყოფოებში ყოფნა არ სურს, მაგრამ შიმშილი და გაჭირვებაც კლავს! რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის და აქციებზე ყველა ვერ მოახერხებს მოსვლას, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა გააპროტესტოს ეს შეზღუდვები საკუთარ სახლებთან, საკუთარ უბნებში! ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ხალხი ამ ყველაფერს არ მოითმენს, თორემ აგერ უკვე 8 წელია თავზე ნაგავსაც გვაყრიან, ნაცარსაც გვაყრიან თვალებში, ბიულეტენებსაც გვპარავენ და ოქმებსაც გვახევენ თავზე.

თავზე ნაგვის დაყრა შეიძლება არ იყოს პროტესტის ყველაზე ცივილური ფორმა, მაგრამ ყველა თავისუფალია ისე გააპროტესტოს როგორც მოესურვება და ამაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. ნაგავში რომ ეძებს ათასობით ადამიანი საკვებს, ამდენი იმაზე ილაპარაკოს და იზრუნოს მთავრობამ სჯობია! ჩაეტარებინათ ნორმალური არჩევნები და არც პროტესტი იქნებოდა, არც აქციები და არც ამდენი უსიამოვნება”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით იმართება.

იტვირთბა....