ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს“ – გიორგი ვაშაძე აქციაზე PCR ტესტის პასუხით მივიდა

“გარკვეული შეზღუდვები უნდა არსებობდეს, მაგრამ არა „ასეთი ტოტალური“,  – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ მედიასთან საუბრისას დასძინა, თვითიზოლაციის წესი „დემონსტრაციულად” დაარღვია და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა.

“ქვეყანაში არის დაწესებული უამრავი უაზრო რეგულაცია, უწესო წესი, რომელიც არ სჭირდება არც კორონავირუსთან ბრძოლას და ა.შ. მე, მაგალითად, გახარიას გადაწყვეტილებით, ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს და თან მაქვს მოტანილი აგერ , რომ ვარ ჯანმრთელი. ახლა მომივიდა პასუხი და როგორც კი მომივიდა, მოვედი.

ეს ტესტი მათთვის საკმარისი არ არის, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმარისია და აქ მაინც მეუბნებიან, რომ სახლში უნდა ვიჯდე. ასეთივე უწესო წესი არის დღეს უამრავი, 9 საათზე კომენდანტის საათიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპოსრტის შეზღუდვით გაგრძელებული და ა.შ”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით იმართება.

იტვირთბა....