უფლებადამცველი ლადო სადღობელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მთავრობის ადმინისტრაციასთნ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
როგორც სადღობელაშვილი თავისივე პოსტში დასძენს, მას დღევანდელ აქციაზე უოფნა სურდა, თუმცა აქციის ორგანიზატორებში ისეთი პოლიტიკური ფიგურები დაინახა ვინც, თურმე რევოლუციას ამზადებენ.
“დღეს ძალიან მინდოდა აქციაზე დგომა, იქ სადაც მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ აქციის ორგანიზატორებს შორის ვიხილე ისეთი პოლიტელემენტები, რომლებიც თურმე რევოლუციას ამზადებენ, ვგულისხმობ მაგალითად გირჩელ ზურაბას ან მევახშე ლელოელი ხაზარაძეს თანაპარიელებს… შესაბამისად ჩავთვალე, რომ ამ მარგინალების გარემოცვაში ჩემი ადგილი არ იყო!
– ვფიქრობ კარგი იქნება თუ მოსახლეობა ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე დაგეგმავს საპროტესტო აქციას პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების წინააღმდეგ და პერმანენტულად გამართავს მიტინგებს!
– ქვეყანა უნდა ამუშავდეს! უნდა მოიხსნას ყველა შეზღუდვა! არავითრი პირვადე! არავითარი კომენდანტი!” – წერს სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აღნიშნული აქცია კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით იმართება.
დღეს ძალიან მინდოდა აქციაზე დგომა, იქ სადაც მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ…
Posted by ლადო სადღობელაშვილი on Sunday, January 24, 2021