ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მომავალ კვირას ან იანვრის ბოლოს, ევროკავშირის ბაზარზე მესამე ვაქცინა გამოჩნდება” – ევროსაბჭოს თავმჯდომარე

“ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინაზე დადებითი რეკომენდაცია მალე გაიცემა და მომდევნო კვირას, ან იანვრის ბოლოს უკვე ბაზარზე გამოჩნდება,”  – ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ფრანგულ “რადიოსადგურთან” საუბარში განაცხადა.

“ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინაზე დადებითი რეკომენდაცია მალე გაიცემა და მომდევნო კვირას, ან იანვრის ბოლოს უკვე ბაზარზე გამოჩნდება. ეს გაზრდის ჩვენ ხელთ არსებული ვაქცინების რაოდენობას“, – განცხადა მიშელმა.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია ვაქცინის სახელწოდება. თუმცა, რადიო „ევროპა 1“-ის ინფორმაციით, საუბარია ბრიტანულ-შვედური კომპანია „AstraZeneca“-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინაზე.

„ყველა არსებული კვლევა მიუთითებს, რომ ის ვაქცინები, რომლებსაც ვფლობთ, ეფექტურია. შესაძლებელია მხოლოდ ის, რომ მათი ეფექტურობის ხარისხი რამდენადმე დაბალია კორონავირუსის ახალი ვარიანტის საწინააღმდეგოდ“ , – განაცხადა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა.

იტვირთბა....