ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით” – პატრულმა სამი ახალგაზრდა ყავის სმის დროს დააჯარიმა

გორში პოლიციამ, მოქალაქეები პირბადის გარეშე ყავის სმის გამო, 20-20 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი დაჯარიმებული მოქალაქე, ზურა სუდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პატრულის თაბანშრომელმა სოსო დემეტრაშვილმა სუდაძესთან ერთად მისი ორი მეგობარიც დააჯარიმა.

“მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს, ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით.

გიორგი კოშკაძე Giorgi Dodashvili

როგორც კი გიორგიმ ჰკითხა სიგარეტი როგორ მოვწიოო, პასუხი იყო უნდა დაანებო სიგარეტს თავიო.

პ.ს. არანაირი სიძულვილის შემცველი კომენტარი არ გააკეთოთ, უბრალოდ ფაქტი იყო სასაცილო და მაგიტომ გაგიზიარეთ”,- წერს ზურა სუდაძე.

იხ: ფოტო:

იტვირთბა....