ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორმა პარტიის ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს, ამიტომ, ,,სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”.

,,დღევანდელი აქციის მიზანია ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, მე უბრალოდ ის ადამიანი ვარ რომელიც შეზღუდვების მოხსნას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოხსნა არის ბევრად რთული. მათი სტატისტიკა არის რიცხვებით მანიპულირება და მეტი არაფერი, არსებობს უამრავი ქვეყანა სადაც არასდროს არ დაკეტილია ბაღები და სკოლები, არ დაკეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჩვენ ვართ შედარებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას ამიტომ, სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული აქცია კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით იმართება.

იტვირთბა....