NATO მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას სთავაზობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტებერგმა დღეს განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ფორმალური შეთავაზება ალიანსის მხრიდან ნიშნავს, რომ ქვეყანა NATO-ში გაწევრიანდება.
მონტენეგრომ ალიანსში გაწევრიანების პროცედურა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. ქვეყანა აქტიურად ეხმარებოდა ალიანსს ავღანეთშიც.
გენერალური მდივნის განცხადებით, NATO-ს იმედი აქვს, რომ ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს, განსაკუთრების კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.