ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროზე განიხილონ მანდატების საკითხი” – სერგო ჩიხლაძე

“გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ იცვლება. კონსტრუქციულობაზე და კომპრომისზე ლაპარაკიც ზედმეტია, როგორც ჩანს,” – აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ დღეს გააკეთა.

ჩიხლაძის განმარტებით,  „სტრატეგია აღმაშენებელი“ უცვლელია თავის პოზიციებში“.

„არაფერი შეცვლილა. კვლავ ვდგავართ იგივე პოზიციაზე. არანაირ შესვლა-გამოსვლაზე არ არის საუბარი. მოვუწოდებ ხელისუფლებას დროზე განიხილოს მანდატების თემა შემდეგ კვირაში და დასვას წერტილი. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია და აღარ იქნება ამდენი საუბარი, სპეკულაციები, ჭორები და ა.შ. მიიღონ გადაწყვეტილება, დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები მანდატებთან დაკავშირებით, რომელსაც მეორე თვეა ველოდებით“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

იტვირთბა....