ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც მთავარია! – მოაშორეთ აქაური და იქაური ეპიდემიოლოგები ეკრანებს!” – რას წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის საშუალებით ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანიშეზღუდვების შესახებ ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

“მეტრონომი” ლალი მოროშკინას “ფეისბუქ” მიმართვას ყცვლელად გთავაზობთ.

“მე ეს კინო ნანახი მაქვს!

მაშინაც ვეუბნებოდი შევარდნაძეს ეს ხალხი მოიმატებს თქო, და მეურჩებოდა!
მოკლედ ქვეყნის ასატრიალებელი გეგმა ასეთი აქვთ:

დღეს იწყებენ პროტესტს მართლა გამწარებული ადამიანები,( გაგეშვათ ეს ოხერი ტრანსპორტი!!!!)
ხვალიდან ტრიბუნას ხელში იგდებენ პაჭა-პუჭა ოპოზიციონერები, ტუსოვკა, სასმელი, ტრალი-ვალი
ერთ კვირაში, ავან-სცენას იკავებენ ოპოზიციონერები, უკვე არა მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, არამედ პარლამენტის დაშლის!

ამას ემთხვევა ის, რომ ბიუჯეტი არ დამტკიცდა არცერთი სპორტული ფედერაციისთვის

(რატომ აჭიანურებთ ბიუჯეტის დამტკიცებას???)

და ცხადია, მომიტინგეები მოითხოვენ სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული სკოლების, გვერდში დგომას, მერე ხელოვანი ადამიანების,რომლებიც მშივრები კვდებიან, მერე ჰორეკა(ჰოტელი რესტორანიკაფე) სექტორის, რომელიც სულს ღაფავს…

გეცნობათ?

მე კი!

ხოდა საბოტაჟი თუ არ არის, აბა რა ქვია ამ ამბავს?

უფასო რჩევა!

დღესვე გააკეთეთ განცხადება, რომ 1 თებერვლიდან ხსნით შეზღუდვებს!!!!

– გაუშვით ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო
– გახსენით ყველა სავაჭრო ცენტრი
– მოხსენით პირბადის ტარების აუცილებლობა ღია სივრცეში
– მიეცით რესტორნებს მუშაობის უფლება

და რაც მთავარია! – მოაშორეთ აქაური და იქაური ეპიდემიოლოგები ეკრანებს! დაიწყეთ პოზიტიური სიუჟეტების დაკვეთა!

სხვა შემთხვევაში, გამარჯობა მიშა!” – წერს ლალი მოროშკინა.

ცნობისთვის, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდვები განხანგრძლივდა. დაწესებული შეზღუდვები კი სარესტორნო ბიზნესაც შეეხო. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

ავიაბილეთები იაფად

სხვა ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ გახარიას გუნდი დაასრულებს რადიკალური ოპოზიციის ბოგინს კარგი იქნება

გიორგი ხოჯევანიშვილი: ხელახალი არჩევნების დანიშვნას განვიხილავთ და შესაძლოა მხარი დავუჭიროთ

თურნავა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებს: იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, დიალოგის მაგიდას დაუბრუნდებიან

ზურაბიშვილი: სკოლაში სვანური და მეგრული ენების შესწავლის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს

სახ. დეპარტამენტი: იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ

ვარლამ გოლეთიანი: დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას

იტვირთბა....