მთავარი ციტატა

“რომ გვპირდებიან, ეგ პროცესი თურმე სექტემბერში იწყება” – ნინო ჯანგირაშვილი

“ჯანდაცვის მინისტრი, რომ საავადმყოფოს სავანტყოფოს ეძახის ეგ არაფერი, ჩვენს თავს რა ხდება იმის გასაგებად რომ შალვა რამიშვილთან უნდა უყურო მინისტრს, ეგეც არაფერი. გაუგებრობებს რომ ლაპარაკობს, ეგეც ჯანდაბას. ოღონდ რაც გავიგე ახლა იმაზე: პირველ კვარტალში რომ ვაქცინას გვპირდებოდნენ ეგ არის 20 000 დოზა ფაიზერი და 499 000 დოზა ასტრა ზენეკა. ანუ ახლო მომავალში საქართველოში 260 000 ადამიანზე მეტი არ აიცრება. აი, მინიმუმ 60% უნდა ავცრათო, რომ გვპირდებიან, ეგ პროცესი თურმე სექტემბერში იწყება. მანამდე მაგის საწოლფონდების იმედად ვართ და დიდი ალბათობით ვიქნებით ჩაკეტილები. ახლა რა ვქნათ?”

ნინო ჯანგირაშვილი – ჟურნალისტი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....