aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) ვინ არის აფრიკელი ბიზნესმენი, რომელიც “ქართუ ბანკის” დამფუძნებელი და რუსეთში ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით აფრიკელი ბიზნესმენი გბეგო-ტოსსა აკიგნიტო ჟულბერტი საქართველოში არაერთ ბიზნესს განაგებს და ის ამისთვის ქვეყანაში სპეციალურ მინდობილობებს პერიოდულობით აგზავნის. TV “პირველის” მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ აფრიკელი ბიზნესმენი მოსკოვში მოღვაწეობს და მას ბიძინა ივანიშვლთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

TV “პირველის” ინფორმაციით, ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ “ქართუ ბანკის” დამფუძნებელია. ირკვევა, რომ “ქართუ ბანკის” დაფუძნებისას მასში 27 მილიონი ლარი ჩაიდო, რაც კულტურის სფეროს აღორძინებას ისახავდა მიზნად.

სიუჟეტში საუბარია, რა ინტერესი ჰქონდა აფრიკელ ბიზნესმენს, საქართველოში კულტურისა და ხელოვნების სფერო განევითარებინა.

არსებობს ვარაუდი, რომ არაფორმალური გარიგებისა და ფულის გათეთრების შესანიღბად გამოიყენეს და დიდი ალბათობით ესაა ადამიანი, რომელიც რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ფულის ფიქტიური მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ აფრიკელი ბიზნესმენი საერთაშორისო ინტერპოლის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა, მიზეზი კი იარაღის უკანონოდ ვაჭრობა სახელდება.

 

 

 

 

იტვირთბა....