ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
“მეტრონომის” ინფორმაციით, დაშავებულები ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.