ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ვიდეო) “პოლიცია სექს-მუშაკებს კომენდანტის დროს ესკორტად ემსახურება” – შაბათის ფორმულას ექსპერიმენტი

პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. – ამის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტი “ტვ ფორმულამ” მოამზადა.

როგორც  “ფორმულას” საგამოძიებო სიუჟეტით დგინდება, პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტით ემსახურება და ამაში სოლიდურ გასამსჯელოს იღებს.

აღნიშნული ტელეკომპანიის ცნობით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სექს-მუშაკების გამოძახების საიტზე პირველივე მცდელობისას სექს-მუშაკის გამოძახება კომენდანტის დროს მარტივად მოხერხდა. მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ ქალები 21:00 მერეც გადიან, ბევრი იძებნება.

აღსანიშნავია თავად “ფორმულას” ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ერთ-ერთ მისამართზე ქალი გამოძახებით კომენდანტის დროს “ტოიოტა ქამრიმ” მიიყვანა. “ქამრის” მალევე მოყვა თეთრი შკოდა – ოპერატიული ნომრებით. ორივე მანქანა ადგილზე ერთი საათი იცდიდა. 1 საათში ქალი “ტოიოტა ქამრიმ” წაიყვანა, თუმცა ოპერატიულ სამძებრო სამსახურის “შკოდა” დაახლოებით 10 წუთი ადგილზე დარჩა. ის, სავარაუდოდ, დარწმუნდა, რომ საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნებოდა და ტერიტორია ამის შემდეგ დატოვა.

“შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, “ტოიოტა ქამრის” მძღოლი, რომელიც დათქმულ მისამართზე კომენდანტის დროს პირველად გამოჩნდა, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი – ბექა შელია.

აღანიშნავია ისიც, რომ “შაბათის ფორმულამ” ბექა შელიას სახლში მიაკითხა, თუმცა, ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ის ქირით სხვაგან გადავიდა.

ტელეკომპანიის ცნობითვე, როცა ბექა შელიამ  გაიგო, რომ “ფორმულა” ეძებდა, ფეისბუქის ანგარიში წაშალა. თუმცა, მანამდე მას გარეკანზე საპატრული პოლიციის მანქანასთან გადაღებული ფოტო ეყენა, სამუშაო ადგილად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქონდა მითითებული.

ამასთან, როგორც შელიამ “შაბათის ფორმულას” უთხრა, ტაქსის მძღოლია და არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

“მე მგზავრი მივიყვანე და მერე მივაკითხე, წამოვიყვანე. არანაირი თეთრი შკოდა არ მინახავს, თეთრი შკოდა ბევრი მოძრაობს ქალაქში და როგორ გითხრათ, რა ვიცი”. – განაცხადა შელიამ.

აგრეთვე, როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, თეთრი შკოდა შსს-ის მფლობელობაშია. თუმცა, რომელ დანაყოფს ემსახურება მანქანა სახელმწიფო ნომრით 430, რომელიც კომენდანტის საათის დროს სექს მუშაკს და მის კლიენტს დარაჯობდა, უცნობია.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....