ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შსს-ში საკადრო ცვლილებები იგეგმება – ვინ დატოვებს თანამდებობას

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის ფორმულა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აპირებს, მისი პირველი მოადგილე, კახა საბანაძე შეცვალოს. კერძოდ, საბანაძე თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს ქალაქის პოლიციის სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი დაიკავებს.

ამასთან, დედაქალაქის პირველი პატრული ვაჟა სირაძე საქმიანობას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს. თავის მხრივ სირაძეს აჭარის სამხარეო პოლიციის მოქმედი უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი შეცვლის.

გარდა ამისა, გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე მოიაზრებს ადამიანს, რომელსაც იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა. ნიკოლოზ სამარღანიშვილი ერთერთია იმ პოლიციელებს შორის, ვისზეც ვაზაგაშვილი ღიად საუბრობდა.

“შაბათის ფორმულა” იუწყება, რომ უწყებაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში კლანურ გარჩევებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, უწყებაში ოლიგარქის გავლენების გამყარებას უკავშირდება.

იტვირთბა....