ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

რუსეთში, ნავალნის მხარდასაწერ აქციაზე – 50 გრადუს ყინვაში გამოსული მოქალაქეები დააკავეს

რუსეთში, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე გამოსული ათასობით ადამიანი ნავალნის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებენ.

“The Moscow Times-ის” ინფორმაციით, ციმბირის მხარეს აქციებს მინიმუმ 15 000 ადამიანი ესწრება, მათ შორის ხალხი გამოვიდა ქალაქ იაკუტსკში, სადაც ყინვა – 50 გრადუსს აღწევს.

მშვიდობიანი პროტესტის მიუხედავად, პოლიციამ ასობით დემონსტრანტი უკვე დააკავა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაზე ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აღემატება.

ტვიტერზე ვრცელდება ვიზუალური მასალაც, სადაც კარგად ჩანს მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ყინვის მიუხედავად; ასევე, აგრესიული მოპყრობა პოლიციის მხრიდან.

ცნობისთვის,  ზაფხულში “ნოვიჩოკით” მოწამლული პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ერთი კვირის წინ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და რამდენიმე ბრალდება წაუყენეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

იტვირთბა....