“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თბილისის მერიის წინ საპროსტო აქციას მართავენ.
აქციაზე შეკრებილი აქტივისტები ქვეყანაში პანდემიის გამო გახანგრძლივებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
აქციას პერფორმანსის სახე აქვს, დემონსტრანტები დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან ჯაჭვებით გადაბმულები დგანან.
ამასტან, აქციის მონაწილეებს მერიის პარკინგის გასასვლელი აქვთ გადაკეტილი. აქტივისტები ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებენ.