პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის უცნობია თუ რა საკითხს განიხილავენ მმართველ პარტიაში.
ამასთან, უმრავლესობის წევრებს შეხვედრამდე მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ, ხოლო სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დატოვა და მის ნაცვლად ახალი თავმჯდომარე აირჩიეს დღევანდელი შეხვედრა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს პირველი სხდომაა.