“გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი, – დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“, – ამის სესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ის ხვალ დაანონსებულ აქციას უერთდება და აცხადებს, რომ რეგულაციების შემსუბუქების საკითხი სასწრაფოდ უნდა დადგეს დღის წესრიგში.
“გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდებთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს აქციის გამართვას აპირებს.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგგემილი.