“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებები – ეს არის მოსახლეობის გენოციდი სოციალური ნიშნით.
ეს არის მიზანმიმართული პროცესი ხალხის კუდევ უფრო დაუძლურების, დათრგუნვის, სიღარიბის გაზრდის მიზნით. ეს ყველაფერი კვებავს დიქტატს და ტირანიას, რომლის ოდნავ მოდიფიცირებული ფორმის რეჟიმში ვცხოვრობთ ჩვენ.”
არჩილ გამზარდია – ანალიტიკოსი
ამის სესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
გამზარდია აღნიშნული განცხადებით მთავრობის იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც თბილისში ტრსანპორტის აღდგენა პირველი მარტიდან დაიწყება.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგგემილი.
ინფორმაციისთვის, მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა. ერთი ნაწილი იწონებს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ ვირუსის პრევენციისთვის წერტილოვანი აკრძალვები, მათ შორის გადაადგილების აკრძალვა ღამის საათებში კარგად მოქმედებს. მეორე ნაწილი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისა და გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რათა იარონ სამსახურებში.