ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
იმუნოლოგი ვაქცინების გლობალური ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმოდეგო ვაქცინაცია არ არის 100 პროცენტით ეფექური და ნიღბის ტარება ადამიანს ვაქცინაციის შემდგომაც მოეთხოვება.
“5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვატაროთ ნიღაბი თუნდაც ვაქცინაციის შემდეგ:
ვაქცინა არაა 100% – ით ეფექტური.
ვაქცინა არ გვიცავს მყისიერად.
კოვიდის ვაქცინები არ ვიცით დაგვიცავს თუ არა ჩვენს მიერ ვირუსის გავრცელების რისკისგან
ნიღაბი იცავს სუსტი იმუნური სისტემის ადამიანებს.
ნიღაბი დაგიცავს ნებისმიერი ახალი კოვიდის მუტაციური ვარიანტისგან.” – წერს კულუმბეგოვი.