ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ არ უნდა შეწყვიტონ B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა კოვიდის დადასტურების შემდეგ მკურნალობა – ინფექციონისტის განმარტება

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა რომელთაც COVID 19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსი არ უნდა შეწყვიტონ.

ინფექცონისტმა აღნიშნული განცხადება “ფორმულას” ეთერშ განაცხადა, სადაც განმარტა, რომ B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ ანტივირუსული მკურნალობა.

„C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს ვეტყვი, რომ ვირუსზე მკურნალობა ჩვეულებრივად გააგრძელონ. არავითარი კორექცია და მკურნალობის შეწყვეტა COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში არ ხდება.

ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ ანტივირუსული მკურნალობა, რაც დანიშნული აქვთ როგორც B ჰეპატიტის, ასევე, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფმა პაციენტებმა. ზოგადად ეს ყველა დანიშნულებაზე ვრცელდება. თუკი ადამიანს აქვს კონკრეტული დანიშნულება, რომელიმე დაავადების გამო კოვიდთან დაკავშირებით ეს არ იცვლება, მითუმეტეს, თვითნებურად, ექიმის გარეშე“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მაია ბუწაშვილმა.

იტვირთბა....