ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამართალდამცავებმა ინდოეთის მოქალაქე კიბერდანაშაულის ბრალდებით დააკავეს – შსს

სამართალდამცავებმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ინდოეთის მოქალაქე დააკავეს.

შსს- ცნობით, დაკავებულს ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება ედება.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ქურდობაშიც არის ეჭვმიტანილი.

ამასთან, უწყების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი – ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა.

“შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადმოირიცხა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი – 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა”, – აცხადებენ შსს-ში

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....