ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადამიანი დაიღუპა და თქვენ ხელფასი აიღეთ, ეს დედაჩემია სიყვარულის, ბედნიერების და სიცოცხლის ადამიანი!” – რატომ ადანაშაულებს “ევექსის” კლინიკას მოქალაქე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანჟელა ბაკურაძე “ფეისბუსქის”  გვერდზე საკუთარ თავს გადამხდარ მძიმე ისტორიის შესახებ წერს.

მოქალაქე “ფეისბუქით” გავრცელებული მიმართვით ქუთაისის “ევექსის” კლინიკის ადმინისტრაციას მიმართავს.

ანჟელა ბაკურაძე აღნიშნული კლინიკის მედ-პერსონალს დედის გარდაცვალებაში ადანაშაულებს.

“მეტრონომი” მოქალაქის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ნაწილი დასრულდა აქ დედამიწაზე და აუცილებლად გაგრძელდება იქ “მარადისობაში“ დედასთან და მამასთან….

ამ სამყაროში თუ სიყვარულს სახე აქვს ზუსტად ისეთია როგორიც დედაჩემი… ისეთი სათნო, ლამაზი , მოკრძალებული, ერთგული და უანგარო… ისეთი კეთილია, რომ უბოროტესი, ფლიდი და გაიძვერა ადამიანებიც კი სახტად რჩებიან.

მასთან ყოფნასთან მეტი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობდა… ყველას თანაბრად უნაწილებდა მის წილ სიყვარულს მზერითაც კი…

ქუთაისის ( ევექსი) რეფერარულ საავადმყოფოს მედ პერსონალს მივმართავ: თქვენ ჩემს დედას სიცოცხლე წაართვით.

რეფერარულის ექიმებო : მაკა დიდბერიძე, ნინო ბაბუნაშვილი, რაჟდენ ჯანელიძე გარდაცვლილთა სტატისტიკაში რომ +1 ადამიანი დაიღუპა და თქვენ ხელფასი აიღეთ , ეს დედაჩემია ჩემი ტკბილი დედა სიყვარულის, ბედნიერების და სიცოცხლის ადამიანი!

არ მოუარეთ დროულად.. დაამძიმედ გულგრილობით და უყურადღებობით… მისი წილი ჰაერი ვერ ასუნთქეთ, თქვენ დაუხურეთ თვალის ჩინი და გაუჩერეთ გულის ფეთქვა… მასთან ერთად თქვენ მომკალით მე… მოკალით მისი ხუთი შვილი… ✨

ის მაინც ცოცხალია! – ის ანგელოზია!

იმიტომ რომ დედა ყველაფერს გაპატიებდათ……

მე ვერ გაპატიებთ!!!!

ხვალ დედაჩემის 40 დღე გადის..

ჩვენ აღარ გვყავს დედა.” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

იტვირთბა....