ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ვიდეო) “არ გამოვრიცხავ, რომ დღეს, ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში” – გიორგი გაბუნია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის სქმეზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცეს თავად ჟურნალისტის ლიკვიდაციაში ბრალდებული ვასმბეგ ბოკოვი ესწრებოდა.

აღნიშნული პროცესის შემდეგ გიორგი გაბუნიამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“აქცენტი კეთდება აქ ვთქვათ, რა ზარალი მომადგა მე. მე როგორც მოქალაქეს, რომელსაც ცხოვრების სტილი მთლიანად შეეცვალა. ზარალი მომადგა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი ქალაქში გამოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ ჩემს ლიკვიდაციას გეგმავდა. არ ვიცი შეიძლება ის ვიღაცისთვის ამზადებდა ნიადაგს, რომ შემდეგ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო, შეიძლება ისიც, რომ მას ეს თვითონ უნდა განეხორციელებინა იმიტომ, რომ მე ადრეც მაქვს ნათქვამი, როდესაც დაზარალებულად მცნეს და გამოძიების მასალები გამაცნეს, მათ შორის ამ პიროვნების შესახებ უფრო მეტი დეტალი მითხრეს. იქ გამოჩნდა კიდეც, რომ პრინციპში ამ ადამიანს არც სჭირდება დამხმარე იმირომ, რომ როგორც მითხრეს ის ორ ქვეყანაში, უკრაინასა და რუსეთში იძებნება. ეს პიროვნება იძებნება ისეთ სამქეებზე, რომელი საქმებიც პირდაპირაა მკვლელობასთან კავშირში. არ გამოვრიცხავ, დღეს მე ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში.

ანუ, იმას ვამბობ, რომ ამას მარტოც მოახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას აქ იარაღი ვერ აღმოუჩინეს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბრალდება პირდაპირ მკვლელობის მუხლით მომზადებული არაა. არამედ აქ საუბარია უფრო თვალთვალზე და უკანონო მიყურადღებაზე.

ფაქტი, რისი დასაბუთებაც შესაზლებელია არის ის, რომ ნამდვილად მითვალთვალებდა. დღეს სასამართლოზეც იქნა ეს მტკიცებულებები წარმოჩენილი. მის ტელეფონში იყო ფოტოები აღმოჩენილი, სადაც მე და ჩემი დაცვის უფროსი ვართ დაფიქსირებული. ასევე, მისი ტელეფონიდან დეტალუდაა ამოღებული მესიჯი. ის ვიღაცას უგზავნის მესიჯს, ან ვიღაცისგან მიიღო ეს შეტყობინება. გამოძებამ ჯერ ეს დაზუსტებით არ იცის. სხვათაშორის მესიჯსში დეტალურადაა აღწერილი სად ვცხობრობ, სად დავდივარ, სად ვარჯიშობ, დეტალურად აქვს ყველაფერი აღწერილი ყველაფერი, ჩემი ბინის ნომერიც კი აქვს მიწერილი. სასამართლოზე გამომკითხეს, რომ ვადასტურებდი თუ არა ამ ინფორმაციას ანუ თუ შეესაბაამებოდა ეს ყველაფერი რეალობას.

იხ: ვიდეო:

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით – ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, “მთავარი არხის” ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.

აქვე, 2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.

იტვირთბა....