ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წილოსანს ჭკუა მაინც არ მოეკითხებაო?” – რა განცხადებას ავრცელებს გია ნოდია სოციალურ ქსელში

პოლიტოლოგი, გია ნოდია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატს, ნინო წილოსანს პასუხობს.

“მეტრონომი” პოლიტოლოგის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ნინო წილოსანის ამ გამონათქვამიდან ორგვარი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

1. ზოგადად ოპოზიციაში ახლა მთავარი ფიგურა გიგა ბოკერიაა და არა მიხეილ სააკაშვილი.

2. ევროპული საქართველო ოპოზიციის რადიკალური ფრთაა, ხოლო ენმ – ზომიერი, ეს უკანასკნელი შეიძლება მალე პარლამენტში ვიხილოთ.

მე მგონი, ორივე შემთხვევაში მიშა და მისი მომხრეები უნდა აღელდნენ. თუ არ იმჩნევენ – წილოსანს ჭკუა მაინც არ მოეკითხებაო?” – წერს გია ნოდია.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია როგორც მეგობარ ელჩებთან, ისე დამოუკიდებელ რეჟიმში ოპოზიციასთან თანამშრომლოვბა.

“ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია და როგორც მეგობარ ელჩებთან ერთად, ასევე დამოუკიდებელ რეჟიმში, მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით მათთან, ვისაც რეალურად სურვილი აქვთ, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის იმუშაოს და არა იმ დესტრუქციულ ნაწილთან, რომელიც ფაქტიურად გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს..” – განაცხადა წილოსანმა.

იტვირთბა....