ნატო-ს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება აძლიერებს საერთაშორისო მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ მისი ქმედებები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში რეფორმების გატარების მიმართ მიღწეული პროგრესი, რომელიც ქვეყანას აახლოვებს მის საბოლოო მიზანთან – ნატო-ში გაწევრიანებასთან.
“ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ მისი ქმედებები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები. ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, სადაც რუსეთი დადანაშულებულია ადამიანის უფლებათა დარღვევაში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების მიმართულებით. ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ პროგრესი რეფორმებზე უფრო გვაახლოვებს ერთიან მიზანთან – ნატოს წევრობასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.