უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქებში 1-ლი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტებიც.
“1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, – აცხადებს ცქიტიშვილი.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.