ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი გზები გაიყო, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, ჩვენ კი სხვა”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ- ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მმართველ პარტიასთან დღევალდელ შეხვედრაზე საუბარი პირველ რიგში პოლიტპატიმრების საკითხს შეეხება.

როგორც იოსელიანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მის პარტიას ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებული ტაქტიკა და მოსაზრებები გააჩნია.

მისი თქმით, ეს შეხვედრა პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

“ჩვენ ვაპირებთ ინდივიდუალურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ. პოლიტპატიმრების საკითხი იქნება დაყენებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი,”- განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მმართველ პარტიასთან შესახვედრად მივიდნენ. “მოქალაქეების” წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.

იტვირთბა....