პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკველობაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
45 წლის ხიზირ გაურგაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს, იბრაჰიმ ქავთარაშვილს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.