თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის ნაცნობ მამაკაცს – 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს – 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, ქალი კი, მიღებული ჭრილობების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.