“საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არ შეინარჩუნა ის თანამშრომლობა, რომელიც აზერბაიჯანთან, დავით გარეჯის საქმეზე იყო,” – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
ბურჯანაძემ “დღის სტუმრის” ეთერში მისი მეუღლის, ბადრი ბიწაძის გამოკითხვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სწორედ ბიწაძის დროს, არც ერთი ინციდენტი ამ ტერიტორიაზე არ მომხდარა და ეს ყველაფერი ორი მხარის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი იყო.
“როდესაც ბადრი ბიწაძე იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არც ერთი ინციდენტი მათ შორის გარეჯის სადაო მონაკვეთზე, არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა იმიტომ, რომ მას ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელჩინ გულიევთან, ჰქონდათ თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთბა და შეთანხმებული იყვნენ ჯელტმენურად რომ თუ რაიმე მოხდებოდა საზღვარზე, ერთმანეთს დაკავშირებოდნენ და იმ წუთში პრობლემა მოხსნილიყო რომ ამას არ გამოეწვია დაძაბულობა – განაცხადა ნინო ბურაჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებული ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა.