“არასოდეს მინახავს ბოლომდე ანწუხელიძის ვიდეო, ვერ გავუძელი. ცრემლების გარეშე ვერ ვუსმენ ვახო გზირიშვილის დედას… შინდისის გმირების ისტორიაზე სისხლი მიდუღს! ძმები რომელაშვილების გმირობაზე ისტორიის სახელმძღვანელოში დაწერენ… ასობით უცნობი და ნაცნობი ჯარისკაცი ჩვენი სიამაყეა და ყველას, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ერთი სახელი აქვს მოღალატე!
სააკაშვილი შეიძლება გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს! სამშობლო არ უნდა გძულდეს! რუსთაველზე ზეიმი და ხუთი პრეზიდენტი, რომ არა რუსული ტანკები თბილისში შემოხრიგინდებოდნენ, თუმცა თქვენც ხომ ამას ელოდით?!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.