“ეს მისი(ელისაშვილის) ტვირთია, რომელსაც მას ყოველთვის გაახსენებენ. ეს არ შეცვლის მოცემულობას, რომ ოპოზიციას აქვს ძლიერი პროტესტი. ეს იაფასიანი თამაშია, ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება, ეს არის მდარე ხარისხის შეთანხმება.”
ეკა ბესელია – “სამართლიანი არჩევნების” ლიდერი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს. ელისაშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მასთან შესახვედრად მზადაა.