ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ რაიმე დამამტკიცებელი ჩანაწერი ჰქონდათ, მაშინ 4 თვე რაში დასჭირდათ?!”- მელაშვილის მეუღლე

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი თამარ სულაძე, პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ვიდეო-ჩანაწერს ეხმაურება.

თამარ სულაძის განცხადებით, თუ საგამოძიებო უწყებას ეს ჩანაწერები ჰქოდა, გაუგებარია, ოთხი თვე რატომ დასჭირდა გამოძიებას.

“თუ ჰქონდათ რაღაც ჩანაწერები ისეთი, რომელიც დავუშვათ, მათ ბრალეულობას ამტკიცებს, რაში სჭირდებოდა ამას 4 თვე ლოდინი?! თუ ეს ჩაიწერეს აგვისტოში, სექტემბრის დასაწყისში, მაშინ დეკემბერში სასამართლო რომ უნდა ყოფილიყო და მათ არ ჰქონდათ არანაირი მტკიცებულება, რატომ გადაადებინეს, მაშინ ხომ ექნებოდათ ეს ჩანაწერები?!

რაც არ უნდა თქვან, არაფერი იქნება ისეთი, რომ მათ ბრალეულობას ამტკიცებდეს,”- განაცხადა თამარ სულაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ფარული ვიდეო-ჩანაწერი გაასაჯარობა, სადაც ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული.

 

იტვირთბა....