ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!”- წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება

“ჩვენ გავიმარჯვეთ!”- ასე ეხმაურება იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წუუკიანი 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

წულუკიანი საქართველოს მოსახლეობას ამ გამარკვებას ულოცავს და ამბობს, რომ ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამ დრომდე არ ჰქონია.

როგორც წულუკიანი წერს, ეს დოკუმენტი საქართველოს პოზიციების გაძლიერების საშულებას მისცემს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე,

“ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!
საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე,”- წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – 2008 წლის ომის” საქმეზე საქართველოს სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა და  სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.

იტვირთბა....