ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

პროკურორის თქმით, 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი  აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში, რომელიც ის დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისთვის მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილვლელად თბილისის საქალხაო სასამართლოში წარიმართება.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში“, – განაცხადა გულუაშვილმა.

 

იტვირთბა....