ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ცნობილი რეპერი Lil Wayne შეიწყალა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უფლებამოსილების მოვალეობის შესრულების ბოლო დღეს 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულ პატიმართა შორისაა ცნობილი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Lil Wayne. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

“ბატონი კარტერი(Lil Wayne) არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ჰოსპიტალს, კვების ბანკსა და საქველმოქმედო ორგანიზაციას. ის საკუთარი ოჯახის მარჩენალი, მრავალი ადამიანის მეგობარი და ნამდვილი ქრისტიანია”. – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

Lil Wayne გასულ წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. რეპერი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰიპ-ჰოპ არტისტს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....