“დამატებითი რეგულაციები კლინიკებს აუცილებლად დაუწესდებათ. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა სელექტიური კონტრაქტები და კლინიკები უნდა შეესაბამებოდნენ მინიმუმ კლინიკების სტანდარტებს, რომ ეს იყოს უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. თუ რას ვგეგმავთ კლინიკებთან მიმართებაში, რომლებიც სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვამზადებთ სტრატეგიას ქვეყნის მასშტაბით, რათა მიმდინარე პროცესები და რეფორმები არ იყოს ქაოტური, იყოს თანმიმდევრული და გამჭვირვალე.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.