ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ “კოვაქსის” პლატფორმის საშუალებით მივიღებთ მილიონნახევარ ვაქცინას”- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადეით, გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე  კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველომ “კოვაქსის“ პლატფორმას ვაქცინის შესასყიდად თანხის ნაწილი უკვე გადაურიცხა და მიზანია, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში 1.5 მლნ ვაქცინა იყოს მოწოდებული.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.

“საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია „კოვაქსის“ პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ უკვე განაცხადა, დაახლოებით 5-6 თვის წინ, ამ პლატფორმაზე თავისი მიზნის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში 1.5 მლნ ვაქცინა იყოს მოწოდებული. ჩვენ ეს ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ. მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ერთი წლის განმავლობაში, ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად.

როგორც აღვნიშნე, საქართველო არის „კოვაქს“ პლატფორმის წევრი და ჩვენ ამ პლატფორმის საშუალებით მივიღებთ მილიონნახევარ ვაქცინას,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

იტვირთბა....