გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი არ არის სანდო და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაუშველელ მტკიცებულებად უნდა იყოს მიჩნეული.
როგორც ადვოკატმა სასამართლო პორცესის დაწყებამდე განაცხადა, გური ამირხანაშვილმა გამოძიებას სხვადასხვა ეტაპზე განხვავებული ჩვენება მისცა, რაც დაუსაბუთებელია.
“დღევანდელ პროცესზე დაიკითხება თითქმის ყველა მოწმე, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას გამოიკითხა და დარჩენილია 12 მოწმე. შესაბამისად, შესაძლოა წარმოდგენილი იქნას მათ შორის გურამ ამირხანაშვილიც. გურამ ამირხანაშვილი არის ცალსახად ცრუ მოწმე და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა მივიჩნიოთ როგორც დაუშვებელი მტკიცებულება. როდესაც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე პირი ცვლის ჩვენებებს და ამას სტრესს აბრალებს, ეს ყოვლად დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, მისი ცრუ ჩვენება არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. მისი ჩვენებით არ დგინდება, რომ რაიმე ბრალად წარდგენილი დანაშაული დასტურდება, არ დასტურდება არც ძალადობა არც მკვლელობა და შესაბამისად, მისი ჩვენება არარელევანტურია საქმისთვის“, – აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს გაგრძელდება.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.