ზუგდიდში, გასული წლის 21 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ასევე ბრალდებულია, , კორონავირუსი დაუდასტურდა. რორორც მისმა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, მასთან ერთად საკანში მყოფი 6 პირი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული.
ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაცვა აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს.
ცნობისთვის, ბიძინა ესებუა შსს-ს თანამშრომლებმა 4 დეკემბერს დააკავეს.მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.