aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს განახლდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს გაგრძელდება.

ადვოკატები ელოდებიან, რომ დღევანდელ პროცესზე მაღალი ალბათობით დაიკითხებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის დაზიანებებთან დაკავშირებით ჩაატარეს ექსპერტიზა.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილიც დაიკითხოს.

დღესვე, ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

იტვირთბა....