ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის რამდენიმე გადაწყვეტილება უკვე გააუქმა

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე წინამორბედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რამდენიმე გადაწყვეტლება უკვე გააუქმა.

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 17 დოკუმენტს, რომელთა ნაწილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ბაიდენმა შეაჩერა მექსიკასთან საზღვაზე კედლის მშენებლობა და გააუქმა ექვსი მუსლიმური ქვეყნიდან აშშ-ში ჩასვლაზე დაწესებული შეზღუდვა.

ასევე, ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ უბრუნდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას.

ახალი პრეზიდენტის რამდენიმე განკარგულება ეხება კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლას. მათ შორის, სავალდებული გახდა ფედერალურ დაწესებულებებში დამცავი ნიღბების გამოყენება.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.

იტვირთბა....