ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანა მიიღებს”- “ჯანმო”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანგელა სიმაომ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების საკითხე ისაუბრა.

მარიანგელა სიმაომ აღნიშნა, რომ პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს, ვისაც ამის სურვილი აქვს.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოა.

ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა ტებერვლის ბოლოსთვი მიიღებს.

„ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანა მიიღებს,“- აღნიშნა ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.

 

იტვირთბა....