ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბათუში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის მოქალაქე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1987 წელს დაბადებული ა.ლ. დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს აიყვანეს.  გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

იტვირთბა....