ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“ვულოცავ ჩემს ძველ მეგობარს! – მას 20 წელზე მეტია ვიცნობ!” – სააკაშვილმა ბაიდენს და ტრამპს პრეზიდენტობა მსგავსი ტექსტებით მიულოცა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ჯო ბაიდენს პრეზიდენტათ არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ ჩემს ძველ მეგობარს – 1990 წლიდან, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვუსურვებ წარმატებებს მას და თავისუფალ სამყაროს“.

ამასთან, გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის ძველ პოსტს, რომელიც მან 2016 წელს დონალ ტრამპს მიუღღვნა.

„მას 20 წელზე მეტია ვიცნობ. მე ამას ზუსტად ვწინასწარმეტყველებდი. ძლიერი პიროვნებაა, არაპროგნოზირებადი პოლიტიკით. ჩვენ ფრთხილად და ორგანიზებულად უნდა ვიყოთ, ისე როგორც არასდროს“, – დაწერა სააკაშვილმა Facebook-ში.

შეგახსენებთ, დღეს, ჯო ბაიდენი აშშ პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩიეს.

 

იტვირთბა....